Страницы

ქართული დემოკრატიის დღე

12 მარტი-დღე ქართული დემოკრატიის დაბადებისა!
1918 წლის 16 მაისს საქართველომ მოიპოვა ნანატრი დამოუკიდებლობა. ერთი წლის შემდეგ კი  საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი წესით საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აირჩია, რომლის პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს გაიმართა.
ვფიქრობ სწორედ ეს დღე არის საქართველოში დემოკრატიის დაბადების. ანტიკურ ეპოქაში ბერძენი ფილოსოფოსი  ეკლესიასტე  ამბობდა, რომ ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს ამ ცისქვეშეთში და არის  ,, ჟამი ნგრევისა და ჟამი  აშენებისა“,  ,,ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა“, ,,ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა“,   ,,ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“... დრომ  ბევრი გამოცდა მოუწყო ჩვენს წარსულს, იყო ჟამი ,, მონობაში გადიდკაცებისა“ და  ჟამი ,,თავისუფლების ძებნაში“ სიკვდილისა, ჟამი  სიტყვის თქმისა და ჟამი უბრად ყოფნისაც...
(არადა ყოველთვის შეგვეძლო მსოფლიოში დემოკრატიის თვალსაზრისით პირველები ვყოფილიყავით.)
და დადგა ჟამი   სიტყვის თქმისა!...
და  მაშინ, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის  ბრძოლის   გადაქანცულმა ეპოქამ თავითონვე გამოიტირა საკუთარი თავი, როცა ყუთლუარსლანისეული შემართება და მსოფლიო მნიშვნელობის დემოკრატიული ფასეულობები აღარც კი ახსოვდა თვითგამორკვევის სისხლისფერ ქაოსში მყოფ ამპარტავან კაცობრიობას, როცა თავისუფლად სუნთქვასა და დამოუკიდებლობაზე ოცნებაც კი მიუწვდომელი იყო, ქართულმა მსოფლმხედველობამ კიდევ ერთხელ თქვა თავისი თამამი და უალტერნატივო სიტყვა ისტორიული გზაზე.
   და იყო დემოკრატია... ,, დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე!..“რადგან ჩვენი ,,ნადიდგორალ-ნაშამქორალი“, ,,დაუცხრომელი და უცნაური“, ქართული სისხლი მთელი შემართებით ხმაურობდა, ქართული სახელმწიფო ,,უგუნური მცურავივით“ ითხოვდა შველას და გვერდით აღმოჩნდა ,,ამხანაგი“ -მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა-,,გაანძრიე ხელი...და გეშველებაო!“-ასეც მოიქცა... ,,ეშველა!“გონიერი რჩევა და გონიერი   პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე...მერე იყო  არჩევნები, პარლამენტი. რეფორმები,  იყო ქართული ეროვნული დროშა, გერბი, ჰიმნი ,გვქონდა ფული. და რაც ყველაზე სასიამოვნოა ქართულ პარლამენტში იყვენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და 5 პარლამენტარი ქალი.
   იყო  თავისუფალი აზრი, თვითგამოხატვის კეთილი ნება და 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული  კონსტიტუციაც, სადაც ადამიანის უფლებები უმნიშვნელოვანესი  და უზენაესია.
და ,,დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე!“...
 იმ დღეს ზეიმობდა  დემოკრატია, რადგან ქართულმა სახელმწიფოებრიობამ საკუთარ დაბადების მოწმობას თვითონვე მოაწერა ხელი!  ეს  კი ,,ცეცხლის მზის“ ანთებას ნიშნავდა, იმ მზისა, რომელიც ილიას აპოლიტიკურ მოხევეს ყველა ქართველის გულში ,,ეგულვებოდა“.
სამწუხაროდ ახლად დაბადებულმა დემოკრატიამ 2 წელი იარსება, მაგრამ სამაგიეროდ იყო საფუძველი იმ დემოკრატიისა და თავისუფალი აზრისა, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულს იშვა.
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე
                         

Комментариев нет:

Отправить комментарий