Страницы

სალოცავები

სალოცავები
 დიდი ეკლესიების გვერდით მრავლადაა სხვა პატარა სალოცავები. ვალის ერთერთი მცოვრების რობიზონ კოპაძის გადმოცემით, ესტატე საქართველოში მყოფი ვინმე ირანელი ყოფილა, რომელსაც ქრისტიანობა მიუღია. ამისათვის იგი ირანელებს უწამებიათ, რის შემდეგაც ქართულ ეკლესიას წმინდანად შეურაცხია და დაურქმევიათ ესტატე მცხეთელი. მის სახელზე კი საქართველოში მრავალი ეკლესიაა აშენებულა. მათ შორის ერთ-ერთია სოფელ ვალეში,ოღონდ  თავიდან რომელ წელს აშენდა ვერ იხსენებს ბატონი რობიზონი, მაგრამ გვიამბობს, რომ ნაეკლესიარზე 1998-1999 წლებში ძმებმა ესტატე  და სპარტაკ ჩიტაძეებმა ააშენეს პატარა ეკლესია, რომელიც დღესდღეობით წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიად არის ცნობილი.

 ასევე ძმები ჩიტაძეების მიერ არის აშენებული, იქვე ახლოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ასევე ნაეკლესიარი იყო და შემორაგული იყო ქვებით. ამ ეკლესიის შესასვლელი კარების ზემოთ ქვაზე ვკითხულობთ: „ჩვენ მონებმან ღვთისამან, ძმებმა- სპარტაკ და ესტატე ჩიტაძეებმა დიდის თამარის თხოვნით აღვაშენეთ ნასაყდარზე ტაძარი  იოანე ნათლისმცემლის ხსენებისა. ხუროთმოძღვრები: ავთანდილი, ნიკო, ზაზა და გიორგი ნადირაძეები. 2002-2003 წლები“.(აქ „დიდის თამარი“-ში ჩიტაძეების დედას იგულისხმება.)

სოფელ ვალის ახლო ტერიტორია ირქის სახელით არის ცნობილი. აქ მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის სასწაულმოქმედი ეკლესია, რომელიც VΙ საუკუნისაა. რობიზონ კოპაძის გადმოცემით, ადრე ეკლესიას  შემოძარცული ქონდა ქვები, თაღი იყო ჩამონგრეული, მაგრამ  შემდგომ ნაწილობრივ აღდგენილი იქნა არჩილ კოპაძის მიერ 1954 წელს, სოფლის მკვიდრთ ა დახმარებით. რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს , ამბობენ, რომ ამ ეკლესიაში სურვილის ჩაფიქრებისას კედელზე პატარა ქვა უნდა მიადო დათუ ქვა მიეწება ეკლესიის კედელს , მაშინ სურვილი აგვისრულდებაო. 
არანაკლებ საინტერესოა იქვე ახლოს მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიის ისტორიაც.
როგორც ვალერი(ვალიკო) დემეტრაძე გვიამბობს: „ჩემს ძმას - ალექსი დემეტრაძეს  და მის მეუღლეს პელაგია დიასამიძეს შვილი არ ყავდათ. ერთხელ, როდესაც პელაგია მწყემსად იყო, ირქის ტერიტორიაზე ნახა  ქვა, მოეწონა და სახლში წამოიღო. ღამე დაესიზმრა , რომ ქვა უკან გაეტანა  და იმ ადგილას ეკლესია აეშენებინა, რომელიც იქნებოდა წმინდა ნინოს სახელობის.“ თურმე ეს ქვა 20 კგ-ზე მეტი ყოფილა და როგორც  ბატონი ვალერი ამბობს, დღესაც ეს ქვა ეკლესიის კარებთან დევს. მართლაც
1986-1987 წლებში   გაუთხრიათ საძირკველი. ამ ადგილას  ეკლესიის ნანგრევები აღმოჩენილა. პელაგიას სიკვდილის შემდეგ ალექსის გაუგრძელებია მშენებლობა.  მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის ძმებს ვალიკო  და პეტრე დემეტრაძეებს გუყიდიათ ალექსის ბინა  და მთელი თანხა ეკლესიის მშენებლობისთვის მოუხმარებიათ. „თავიდან ტუფის ქვა მივიტანეთ, მაგრამ მერე მივხვდით რომ არ ივარგებდა და  დახერხილი ქვით დავიწყეთ აშენება.-“ ამბობს ბატონი ვალიკო.  მშენებლობა ნიკო ნადირაძეს დაუწყია, ხოლო შემდეგ  2003 წელს გაუგრძელებია ზურა ბებნაძეს და გიორგი გვირჯიშვილს. როგორც ხუროთმოძღვარი ზურაბ ბებნაძე ამბობს: „მშენებლობაში დემეტრაძეების მეზობლებიც გვეხმარებოდნენ. შენობის დასრულებას მხოლოდ ერთი ქვა გვაკლდა, რომელიც 2004 წლის 26 იანვარს მოიტანეს, დავდეთ და იმავე დღეს- ნინოობას  მამა სტეფანემ აკურთხა ეკლესია.“
   მეც ჩემი სამშბლოს- ფესვმაგარი მუხის, ღონიერი ტოტის- მესხეთის ერთი შვილი ვარ. ერთი ფოთოლთაგანი და მინდა , რომ მაშინ როცა მსოფლიო უფრო კარგად გაიცნობს ჩემს ქვეყანას, როცა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი, თავისუფალი,ერთიანი და ძლიერი ერი ვიქნებით. არამარტო ,,მეფეებისა და ომების ისტორიით“ ვიამაყებთ, არამედ ჩვენი მდიდარი მატერიალური და კულტურული საუნჯეობით. მე,  ამ თემის ავტორი, მე-10 კლასელი ნინო უბედნიერესი ადამიანი ვიქნები მაშინ, როდესაც ჩემს პატარა სოფელში უამრავი ტურისტი ივლის და აღტაცებით დაათვალიერებს ჩვენს სიწმინდეებს.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий