Страницы

გალაპაგოსის კუნძულები

გალაპაგოსის კუნძულები
    XVI საუკენეში კუების რაოდენობა 250 000-ზე მეტი იყო, თუმცა ეს რიცხვი კატასტროფულად შემცირდა და 1970-იან  წლებისთვის დაახლოებით 3000 შეადგენდა. ასეთ შედეგის მიზეზი იყო კუების საკვებად გამოყენება, მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის და კუნძულებზე ისთი უცხო სახეობების შემოყვანა, როგორიც იქ ჯერ არ არსებულა, მათ შორის ვირთხის, თხისა და ღორის. კონსერვაციის მცდელობები მე-20 საუკუნეში დაიწყო, რაც ათასობით პატარა კუს ხელოვნურად გამოყვანა-გამოკვებასა და შემდეგ კუნძულზე გაშვებას მოიცავს, შედეგად კი 21-ე საუკუნის დასაწყისში კუს სხვადასხვა ინდივიდების რაოდენობამ ზრდა განიცადა.
    ახლა კი მინდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო კუნძული გალაპოგოსის კუნძული, სადაც შეხვდებით უამრავი კუს სახეობებს.
                                   საოცარი კუნძულები
       იცით,თუ არა, რომ გალაპაგოსის კუნძულები სამხრეთ ამერიკისაგან   1000      კილომეტრის    მანძილზე მდებარეობს. იქ  ძალიან საუცხოო ცხოველები ბინადრობენ.
                                       ნელი სტარტი
გალაპაგოსის კუნძულების ყველაზე ცნობილი ბინადრები გიგანტური, ანუ სპილოსებრი კუები არიან. მათი ახალშობილები სიდიდით ქათმის კვერცხის ოდენა არიან და რბილი ჯავშანი აქვთ. 18 თვისანიც კი, ისინი ადამიანის მუჭის ოდენები არიან. თუმცა 40 წლის კუები 1 მ სიგრძეს აღწევენ და ადამიანზე ხუთჯერ მეტს იწონიან. მათი სიცოცხლის ხანგძლივობა 150 წელს აღწევს და, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს კუები ზრდას არ წყვეტენ. ალბათ, ამიტომაა, რომ სპილოსებრი კუ მსოფლიოში ყველაზე დიდი კუა.
                                        მსუბუქი  ჯავშანი
სპილოსებრ კუებს რომ ისეთივე ჯავშანი ჰქონდეთ, როგორიც მათ სხვა ნათესავებს, ისინი გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ამიტომ, ამ  გიგანტი კუების ჯავშანი თხელი და   მსუბუქია, თუმცა ძალიან ფაქიზი. სხა კუებისაგან განსხვავებით, მათ ჯავშანში დამალვაც კი არ ძალუძთ, რადგან იგი საკმაოდ პატარაა!
                             საინტერესო ფაქტები
არავინ იცის, თუ როგორ მოხვდნენ გალაპაგოსის კუნძულებზე ცხოველები. ზოგიერთი  ვარაუდობს, რომ მათ მატერიკიდან აქ ბალახის ტივებით მოცურეს.
ძველ ესპანურ ენაზე „ გალაპაგისი’’ კუს ნიშნავს.
ყველაზე დიდი სპილოსებრი კუ აშშ-ის ფლორიდის შტატის ზოოპარკში ბინადრობს. მას გოლიათი ჰქვია. მისი წონა აღწევს 385კგ-ს-იმდენივეს რაც თეთრი დათვის

                                     ზღვის იგუანა                                                   
  თუ გალაპაგოსის კუნძულებთან ცურვას გადაწყვეტთ, მოულოდნენი შეხვედრისთვის მოემზადეთ! ცურვის დროს შესაძლოა წყლის „ურჩხულს’’ ზღვის დიდ იგუანას გადაეყაროთ. მსოფლიოში ეს ერთადერთი ზღვის ხვლიკი მხოლოდ ამ ადგილებში ბინადრობს.
                                   წყალშიც და ხმელეთზეც
ზღვის იგუანები სულ წყალში არ არიან. იქ მხოლოდ იმისათვის ჩადიან, რომ ზღვის წყალმცენარეები მიირთვან. სხვა დროს ისინი ატარებენ ნაპირზე, სადაც კიბორჩხალებითა და კალიებით იკვებებიან. ახლოს არ მიეკაროთ მზეზე მონებივრე იგუანას, რადგან მან შესაძლოა დააცემინოს! როდესაც ამ ხვლიკს ორგანიზმში ზედმეტი მარილი გროვდება, და სნეულდება.ამისაგან რომ გათავისუფლეს, იგუანა  აცემინებს და მარილიან  წყალს ცხვირიდან უშვებს.
                                                                                                                                                                                            

 მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий