ეკოლოგიური ხელოვნება ანუ ეკო-არტი
როდესაც გვესმის სიტყვა ეკოლოგია ყოველთვის მას ვაკავშირებთ მხოლოდ ბუნებასთან, ჩვენ გარემოსთან, ცხოველებთან. თუმცა არასდროს დავფიქრებულვართ იმაზე შეიძლება თუ არა რომ ეკოლოგიას და ხელოვნებას კავშირი ჰქონდეს ერთმანეთთან.არადა ყველა გენიალური მწერლისა თუ პოეტის შემოქმედება სავსეა ბუნებაზე შექმნილი შედევრებით.
მეოცე საუკუნეში ხელოვნებაში გაჩნდა ახალი მიმართულება,ეკო-არტი, რომელსაც ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ახასიათებს. ეკოლოგიური ხელოვნება, ანუ ეკო არტი, თავისი ფორმით და შინაარსით დაკავშირებულია სოციალური პასუხიმგებლობის ეთიკასთან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება გულისხმობს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვის წახალისებას. დღეს მსოფლიომ თვალი გაუსწორა ეკოლოგიურ დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. შედეგად, მრავალი ხელოვანი, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, აცნობიერებს ეკოლოგიაზე ზრუნვის აუცილებლობას და ცდილობენ თავიანთი შემოქმედება მიუძღვნან ეკოლოგიას.
ეკო-არტი ჩაისახა ნიუ-იორკის Dwan Gallery-ში, სადაც 1968 წელს მოეწყო გამოფენა სახელწოდებით Earth Works, ისეთი არტისტების მონაწილეობით, როგორებიც არიან რობერტ სმიტსონი, უოლტერ დე მარია და რიჩარდ ჰეიზერი.
ეკო-არტის მთავარი კონცეფცია ძირითადად აქტივიზმს მოიცავს, სადაც ერთიანდება როგორც გარემოსდაცვითი, ასევე კულტურულ და სოციალური აქტივიზმი. ეკოლოგიურ ხელოვნებას რამდენიმე დამახასიათებელი პრინციპი აქვს, ესენია:
· ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით.
· ეკომეგობრული ნამუშევრების შექმნა ძირითადად ბუნებრივი მასალებით (წყალი, ხე, ქვა) ან თავად ბუნებრივი მოვლენებით (ელვა).
· შემოქმედებითი საშუალებებით დაზიანებული გარემოს აღდგენა.
· საზოგადოების ინფორმირება დაბინძურებული გარემოს შედეგად კლიმატური ცვლილებების შესახებ.
დღეს უკვე არსებობენ ადამიანები რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ხელოვნება და მე გამოვყოფ სამ ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომლებიც ცდილობენ ნახონ ისეთი ადგილები რომლებიც არ არის ცნობილი და გააცნონ საზოგადოებას ან ცდილობენ შექმნან საკუთარი „ეკოლოგიური ხელოვნების“ ნიმუში, ეს პიროვნებები არიან რიჩარდ ლონგი, დევიდ ნეში და ენდი გოლდსუორსი.
რიჩარდ ლონგი ეკო-არტის ერთ-ერთი პირველი ინგლისელი წარმომადგენელია , რომელიც მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თავისი შემოქმედებისთვის აგროვებს მასალებს, ან ადგილზევე, ბუნებრივ გარემოში ქმნის ინსტალაციებსა თუ სკულპტურებს.მაგ: მისი შემოქმედებია:
მეორე პიროვნება, რომელიც ასევე ძალინ მნიშვნელოვანი ხელოვანია, არის დევიდ ნეში რომელიც დაზიანებული ხეებისაგან ქმნის საკუთარ ნამუშევრებს.
ენდლი გოდსუორსი , თანამედროვე ინგლისელი სკულპტორი, თვლის, რომ ბუნება და მისი შემადგენელი ელემენტები ცვალებადია – ისინი იზრდებიან, ცოცხლობენ და კვდებიან. სწორედ ამ იდეით შთაგონებული, იგი ცდილობს, მისი ნამუშევრებიც, ბუნების მსგავსად, ცოცხალი და წარმავალი იყოს.
მეც მინდა მომავალში ჩემი წვლილი შევიტანო ეკო-არტში,ბევრი იდეა მაქვს თუმცა როგორ შევძლებ მის განხორციელებას ჯერ არ ვიცი.ერთი კი ვიცი ვეცდები ვიცხოვრო ისე რომ არ დავაზიანო გარემო.
Комментариев нет:
Отправить комментарий