Страницы

1956 წლის 9 მარტი

1956 წლის 9 მარტი-კიდევ ერთი ტრაგიკული თარიღი
     მრავალი თარიღი არსებობს საქართველოს ისტორიაში, რომელთა გახსენება ყოველ დროში აქტუალურია და მნიშვნელოვანია, ასეთია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დრაგიკული დღე 1956 წლის 9 მარტი.
      ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი კი  ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა. 1956 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშოვმა ისაუბრა სტალინის კულტის შესახებ. ყრილობაზე გამომსვლელებმა საბოლოოდ დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი  და ასევე აიღეს  ე.წ, “დემოკრატიული განვითარების კურსი”, ასეთი მსვლელობა მათი მხრიდან ქართველებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მოგეხსენებათ ამ დროს ქართველები სტალინს “აღმერთებდნენ” და სწორედ ამიტომ ქართველებმა 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს, პორველ დღეებში გამოსვლებს ხელისუფლების მხრივ სრული იგნორი მოჰყვა "ქუჩებში პოლიციელები  არ ჩანდნენ, ხალხი თითქოს თვის ნებაზე იყო მიშვებული" წერს ნოდარ ნათაძე, 9 მარტს მომიტინგეებს სიტყვით მიმართა ვასილ მჟავანაძემ, სიტყვა მან რუსულად დაიწყო, შემდეგ კი ქართულად გააგრძელა და ხალხს მოუწონდა დაშლისაკენ. ქართველი სტუდენტები თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით დადიოდნენ, მათ რამდენიმე დღეში მოსწავლეები და მშობლებიც შეუერთდნენ და საბოლოოდ მათ რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. საპროტესტო გამოსვლები თბილისის გარდა დაიწყო გორში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში.
      დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდებოდა, გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც, მათი მოთხოვნები კი საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელი იყო, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და  ამასთანავე აშკარა გახადა, რომ  დემონსტრნტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ, რაც უკვე ხაზს უსვამდა, რომ მათი ამგვარი საქციელი  აჯანყების ტოლფასი იყო, ამიტომ, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მათ წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინათ  და 9 მარტს ღამით საბჭოთა არმიის ნაწილები არაადამიანური სისატიკით გაუსწორდნენ მომიტინგეებს, მომიტინგეები ერთმანეთს ამხნევებდნენ, ეხმარებოდნენ, აქა იქ ისმოდა კვნესა, დაჭრილები დახმარებას ითხოვდნენ, სულ ცოტა ხანში კი რუსთაველის პროსპექტზე გამოჩნდა სატვირთო მანქანები, სადაც ერთად ჩაყარეს დაჭრილები და მოკლულები და ასე წაიღეს თბილისის ზღვისკენ. ამ დღეს მოკლეს 150-ზე მეტი აახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი. დაღუპულთა რიცხვი დღემდე დაუდგენელია, თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით მათი რაოდენობა 100-დან 1000-მდე მერყეობს.
     იმდროინდელ ოფიციალურ წყაროებში, მომხდარი შფასებულია როგორც "ანტიბოლშევიკური და ნაციონალისტური" ხასიათის გამოსვლები. საინტერესოა ისიც, რომ იგივე ოფიციალური გამოცემების მონაცემებით , გარდაცვლილთა რაოდენობა არ აღემატება 21-ს.
 თუმცა  ვინც ცოცხალი გადაურჩა ამ დარბევას, შემდგომში უკვე რეპრესირებულ იქნა.
 ჩვენ, ახალ თაობას მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს დღე!!!
  
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე

Комментариев нет:

Отправить комментарий