Страницы

,,ჯამი" კათოლიკური ეკლესია

"ჯამი" და კათოლიკური ეკლესია
ვალეში უძველესი დროიდან ტოლერანტი ხალხი ცხოვრობს, ამაზე ის მეტყველებს, რომ მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანი ხალხი ცხოვრობდა დღემდე არის შემორჩენილი თურქთა ბატონობის წლებში აშენებული, მაჰმადიანთა სალოცავი-„ჯამის“რომელიც დღესდღეობით არ ფუნქციონირებს. მასზე, სამწუხაროდ ცნობები ძალიან ცოტაა, რადგან ის არის უძველესი არქიტექტურული ძეგლი .  როგორც ბატონი შოთა ნადირაძე გვიამბობს: „ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვალის ჯამის ადგილას  უწინ იყო 3 მონასტერი, მათ შორის ვალეს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, მეორე-თვითონ ჯამის ადგილას ყოფილა ეკლესია და მესამე გზის მოპირდაპირე მხარეს არის პატარა ნაგებობა, რომელიც უწინ ყოფილა ეკლესია, ეხლა კი  შემორჩენილია ნანგრევების სახით. როდესაც თურქებბი შემოსევიან ვალეს, აუოხრებიათ ეს ეკლესია და მის ადგილას აუშნებიათ ჯამი. ეს ყველაფერი მეც გადმოცემით ვიცი“. მან განაცხადა, რომ მის ბავშვობაშივე ვალის ჯამი  უკვე გაუქმებული იყო.
სოფლის  მოსახლეობას მუსლიმთა ბატონობის პერიოდშიც (XVI-XIX სს.) არდაუკარგავს ქრისტიანული სარწმუნოება. როგორც მამამიქელ თამარაშვილი წერს: “კათოლიკეებმა მტკიცედ დაიცვეს თავიანთი სარწმუნოება დადასავლეთის შემწეობით არმიიღეს მაჰმადიანობა, რომელსაც ოსმალები ავრცელებდნენ. პაპის ძლიერი მფარველობით აღმოსავლეთში კათოლიკობა შეიქმნა ქრისტიანობის შესახიზნარი და რათა დევნა აეცილებინათ, ამიტომ კათოლიკენი ხდებოდნენ”. გაკათოლიკებული მოსახლეობა გამრავლდა და ფეხიმოიკიდა ვალეში. 1670-იან წლებში კათოლიკეებს ეკლესიაც კი აუგიათ (მანამდე ცნობები არმოგვეპოვება, იდგა თუ არასოფელში ეკლესია), მღვდელი კი ლათინური წესის უცხოელი მისიონერი ყოფილა, მაგრამ წირვა-ლოცვა აქაც ისევე ქართულად სრულდებოდა, როგორც სხვაგან,სამცხე-ჯავახეთში.ხსენებუ-ლიეკლესი აოსმალთაგან მრავალგზის იქნა დანგრეული, ხოლო XVIII საუკუნეში ის საძირკვლამდე გაანადგურეს. მას შემდეგ მისი განახლება შეუძლებელი გახდა, ამიტომ 1860 წელს სხვა ადგილას დაიწყეს ახალი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 1862 წელს დაუმთავრებიათ. ამეკლესიის აშენებას ხელმძღვანელობდა მოძღვარი სტეფანე ზაქარიანი. ესეკლესია შემორჩენილია დღემდე, რომელიც ღმრთისმშობლის სახელობაზეა აგებული. ამეკლესიის ეზოში არის ეკლესიის პირველი ორი მოძღვრის _ სტეფანე ზაქარიანისა (1820-1903) და სტეფანე გოზალოვის (1828-1895) _ საფლავები.
                                
მათ შემდგომ ეკლესიაში არაერთ სასულიერო პირს უმოღვაწია, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ამეკლესიაში, როგორც ყველგან სხვაგან, წირვა-ლოცვა აღარ აღესრულებოდა. ეკლესია იმხანად გამოყენებული იყო ხორბლის საწყობად. ვალის ამ კათოლიკურ ეკლესიაშიც მრავალი წლის განმავლობაში მრევლს შენობაში სალოცავად შესვლა ეკრძალებოდა და მორწმუნეები მოძღვრის გარეშე აღავლენდნენ ლოცვებს ეკლესიასთან ახლოსმდებარე იქაური, გარდაცვლილი მღვდლის ყოფილ საცხოვრებელ სახლში.
გავიდა დრო, კომუნიზმი დაემხო, ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღსდგა, მაგრამ ქართველი მღვდლის გარეშე. 80-იანი წლებიდან ვალეში მღვდლები წირვის ჩასატარებლად მეზობელი სოფლებიდან ჩამოდიოდნენ: მ. იოსებ კორნაშევსკი სხვილისიდან, მ. ბერნარდინე არალიდან, მ. ანრიმარტენი _ თბილისიდან. 1996 წლიდან სოფელს თავისი მოძღვარი ჰყავდა _ მამა იეჟი შიმეროვსკი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ვალის მოსახლეობისათვის.მან ეკლესიიდან მოწყვეტილი ხალხი _ მასთან ერთად ახალგაზრდები და ბავშვები _ საკრებულოს შესძინა. 2003 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა ახალიმოძღვარი მამა ანდრეი გრაჩიკი, რომელიც დიდი მონდომებით ემსახურება მრევლს.
2008 წლიდან ვალესეკლესიის მოძღვრად დაინიშნა მამა ზურაბ კაკაჩიშვილი.
    1988 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა, ილია მე-2, იმყოფებოდა ვალეში, მოილოცა წმინდა ადგილები და კათოლიკურ ეკლესიის ეზოში იქადაგა.

Комментариев нет:

Отправить комментарий