Страницы

მევენახეობა მესხეთში

  მევენახეობა მესხეთში

„სადაც ქართველი კაცია,
იქვე ვაზი ჰყავს ძმობილად,
ვინ იცის ვაზიც,ქართველიც,
იქნება ერთად შობილან!“
    ვკითხულობ ჩემთვის უცნობი პოეტის სიტყვებს და სრულიად ვეთანხმები. თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ ქართველი კაცისთვის ვაზი და ღვინო ოდითგანვე სათაყვანებელი იყო.  „იქნებ ვაზია სამშობლო?თუ დაბლარია დაჩოქილმა უნდა დაკრიფო,თუ მაღლარია -ცაში ხელაპყრობილმა“- წერს ნოდარ დუმბაძე.
 უხსოვარი დროიდან ჩვენი წინაპრები უვლიდნენ  და გამოჰყავდათ არაერთი ვაზის ჯიშები,საყოფაცხოვრებლო ნივთებსაც კი ვაზის გამოსახულებით ამკობდნენ.
     დღეს ნებისმიერ ქართველს, რომ ჰკითხო საქართველოს რომელი კუთხე ითვლება მევენახეობის სამშობლოდო,დაუფიქრებლად დაასახელებენ კახეთს,იმერეთს, შეიძლება რაჭაც თქვან.სამცხე-ჯავახეთს ალბად რამდენიმე ადამიანი იტყვის(ესაც კარგია).

მესხეთში რომ უძველესი დროიდან მევენახეობა იყო გავრცელებული ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვევრები,საწნახელები,მარნები და ა.შ. ასევე სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში შემორჩენილია ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის სოფლებში გაველურებული ვაზის ნარჩენების შესახებ.
     ჯავახეთში,არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ვერცხლის თასზე გამოსახულია  ვაზის ანუ „სიცოცლის ხე“,რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულით თარიღდება.
   აგრეთვე თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო იმ ფაქტზე რომ როდესაც წმინდა ნინო საქართველოში, ქართველის გასაქრისტიანებლად,ჯავახეთის გზიდან შემოდის, მას ხელში სწორედ ვაზის ტოტებისგან შეკრული ჯვარი უჭირავს.
მესხეთში ვაზის მრავალი ჯიში ყოფილა გავრცელებული.ივანე ჯავახიშვილი მესხეთში გავრცელებულ მხოლოდ რამდენიმე  ჯიშს ასახელებს. ესენია „ბუდეშური,თითა-ყურძენი,ცხენისძუძუ,საღვინე და ხარისთვალა.“
განსხვავებული მოსაზრება აქვს ნიკო კეცხოველს  და სამცხე-ჯავახეთში უხსოვარი დროიდან არსებულ ვაზის სხვადასხვა ჯიშს ასახელებს,მაგალითად: „თავცეცხლა,კლერტმაგარა,არიჭული,ბეჯანა და სხვა“.
ასევე 1950-იან წლებში მკვლევარები ასახელებენ მესხეთში შემდეგი  ვაზის სახეობებს,როგორიცაა:“ალიგოტე“,“ჩინური“,“მწვანე გორული“,“რქაწითელი“,“პინოშავი“.
თავდაპირველად მესხეთში ვაზის დაბალი ჯიშები ყოფილა გავრცელებული,მოგვიანებით ისინი განადგურებულა.
დღეს მესხეთში დიდი ენთუზიაზმით მიმდინარეობს   უძველესი ტერასების აღდგენითი სამუშაოები.
   ერთდროს სამცხეში ტერასები მდინარე მტკვრის ზემო წელზე იყო გაშენებული. მიწის სიმცირის გამო მოსახლეობამ ფერდობები გაასწორა,ერთი მხარე ქვის კედლებით ამოაშენა და მიწა ისე მიაყარა.ტერასებზე სამცხელ გლეხებს ძირითადად ვენახები და ბაღები ქონდათ გაშენებული.
   ოსმალების მიერ, ამ მხარის დაპყრობის შემდეგ,ტერასებიც განადგურდა და მევენახეობაც დაკნინდა და შეიძლება ითქვას აღარ არსებობდა.მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მესხეთში იმერეთიდან მოსახლეობის გადმოსახლების შემდეგ მევენახეობა კვლავ აღორძინდა.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий