Страницы

ბერიკაობა

ბერიკაობა (ბერობანა)
თამაშის დასახელება-ბერიკაობა
      გამიგონია: ცხოვრება თამაშიაო. ამ თამაშში ზოგი- მსახიობობს,ზოგი- გულწრფელია,ზოგი-მთელი ცხოვრება ბავშვად რჩება,მაგრამ ამ თამაშობებში ყოველთვისარის ასახული ცხოვრებაში განცდილი მარცხი თუ წარმატება, სიხარული თუ ტკივილი, სიამაყე თუ იმედგაცრუება.
დიდი შოთა ამბობდა:“ ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა“ და ჩემი აზრით იუმორი იყო სწორედ ის იარაღი, რომელიც ჩვენ წინაპრებს ეხმარებოდა დაბრკოლებების გადალახვაში.
მხატვრული კინოფილმიდან მახსენდება ერთი ფრაზა  “რატომ იყო რევოლუციონერი ბავშვი განუვითარებელი.“ რომელსაც მე არ ვეთანხმები. ჩვენი წინაპრები განუვითარებელი ნამდვილად არ ყოფილან უბრალოდ არ ქონდათ მრავალგვარი თამაშობები, ამიტომ თამაშობებს თვითონ იგონებდნენ და ამასთანავე ყველაფერზე შეეძლოთ თამაში.
ჩემ ქალაქში დღემდეა შემორჩენილი ძველი თეატრალიზებული ხალხური თამაში, რომელსაც აქ „ბერობანას ეძახიან“. ეს თამაშობა-სანახაობა, რომელიც ყოველი წლის ყველიერზე იმართება წარმოადგენს დამპყრობელ და დაპყრობილ ადამიანთა ურთიერთობასმათ შორის არსებულ ყოველდღიური დაძაბულობისა და ბრძოლის ერთგვარ იმიტაციას. “ბერობანა“ ძველისძველი წარმოდგენა-თამაშობაა, რომელიც მე-17 საუკუნიდან იღებს სათავეს.
თამაშის აღწერა -„ბერობანა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს დოლისა და ზურნა-დუდუკის თანხლებით. მასში მონაწილეობას იღებდა თითქმის მთელი სოფელი. მონაწილეებს შესაბამისი ნიღბები აქვთ მორგებული.  მთავარ ცენტრალურ ადგილას ზის ყადი-მუსლიმანთა სასულიერო მსაჯულ-დამპყრობელი. მისი „დამქაშები“ ავიწროებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ძარცვავს მას უსამართლო გადასახადების შეწერა-აკრეფის გზით. ამ საქმეში ყადს კარგ სამსახურს უწევს „12 ლაზი“ და „აჭარელი“.ეს უკანასკნელი აღჭურვილია თოფით,მკვდარი კატით და ფერადი საღებავებით. ლაზები იჭერენ ხალხს მიჰყავთ აჭარელთან, იგი ახდევინებს ძალდატანებით ხარკს და გადასცემს მოლარა ხაზინადარს ყადისთვის მისართმევად.თუ ხარკის გადამხდელი უარს იტყვის ხარკის გადახდაზე, აჭარელი მას მკვდარ კატას მიუს-მოუსვავს სახეზე და ფერადი საღებავით მოუთხუპნის სახეს. ამავე დროს მოსახლეობაში დარბიან „ბოშა-მათხოვრები“ და აფრთხილებენ მოსახლეობას ლაზების მოახლოების შესახებ, რისთვისაც ისინი გასამჯელოდ იღებენ ფქვილს და სხვა სურსათ-სანოვაგეს.თამაშში მონაწილეობას იღებენ აგრეთვე ე.წ “ბერები და ბერიკები“-ორი მასხარა ახალგაზრდა,  რომლებიც ართობენ „ბერობანას“ მონაწილეებს და ამასთანავე ებრძვიან ყადს თავიანთი იუმორისტული შესაძლებლობებით. ამ თამაში ფიგურირებს“პატარძალი“ის მოცაკვავე ქალის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცია და ცეკვით ართობს შეკრებილებს. თამაშის მონაწილენი ცდილობენ პატარძლის მოტაცებას,რათა მიიღონ გამოსასყიდი გასამრჯელო .დასასრულს აჭარელი ფერხულში ჩააბავს ლაზებს და თამაშის სხვა  მონაწილეებს და აცეკვებენ „ლალოინს“(თურქ. ცეკვა), ბოლოს ყადს ვირზე შესვავენ უკუღმა, კუდს ხელში დააჭერიბებენ და სოფლიდან გააძევებენ.“ბოროტსა სძლია კეთილმა“-ესაა ამ თამაშობა-გართობის იდეა და მიზანი.
მეც-ჩემი სამშობლოს-ფესმაგარი მუხის ღონიერი ტოტის-მესხეთის ერთი შვილი ვარ ერთი ფოთოლთაგანი და მინდა,რომ მაშინ როცა მსოფლიო უფრო ახლოს გაიცნობს ჩემ ქვეყანას, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი სრულყოფილი .თავისუფალი,ძლიერი ერი ვიქნებით და საკუთარი წარსულით ვიამაყებთ, მხოლოდ „მეფეებისა და ომების“ისტორიით კი არ გავაკვირვოთ უცხონი, არამედ ჩვენი მდიდარი არამატერიალური კულტურის საუნჯეებით. და ამ მამილუშვილურ საქმეში, ჩემ მიერ მოპოვებული მასალა თუ გამოგადგებათ,მე - ეკა ხითარიშვილი, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები.
აღნიშნულის შესახებ  ინფორმაციას შევხვდებით აგილობრივ მედია გაზეთშიც  ,,სამხრეთის კარიბჭეში" . გთხოვთ იხ. ბმული http://sknews.ge/index.php?newsid=21611

Комментариев нет:

Отправить комментарий