Страницы

უალკოჰოლო სასმელები სამცხე-ჯავახეთში

უალკოჰოლო სასმელები სამცხე-ჯავახეთში

      სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის ხალხური კვების რაციონიროგორც წარსულში, ისე დღეს, წამოუდგენელია გარკვეული სახის სასმელების გარეშე. ჩვენს  რეგიონში ფართოდ  გამოყენება როგორც ალკოჰოლიანი, ასევე  უალკოჰოლო სასმელების მრავალეფეროვანი ასორტიმენტი,
დღეს კი მინდა გაგაცნოთ უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა მცენარეულობასა თუ ნახევარფაბრიკატებზე დაყენებული ჩია.
                  ბიის ჩაი
   ბიის ჩაი იხმარებოდა წარსულში. ბიის ახალ-მწვანე ფოთოლს მოკრეფთდნენ, ჩრდილში გააშრობდნენ და საზამთროდ ჩაისათვის ინახავდნენ, როცა ჩაის დაყენება მოუნდებოდათ, ადუღებულ წყალში რამდენიმე ფოთოლს ჩაგდებდნენ, 5 წუთს კიდევ ადუღებდნენ და შემდეგ სვამდნენ.
                 პიტნის ჩაი
    ახალ პიტნას ნედლად  კრეფდნენ, კონებად  კრავდნენ და ჩრდილში კიდებდნენ გასახმობად. პიტნის ჩაის ისევე იყენებდნენ, როგორც ბიის ფოთლებისას, მაგრამ პიტნას შედარებით ნაკლებს ყრიდნენ, რადგან მწარეა. ამ ჩაის ორ-სამ დღეში ერთხელ სვამდნენ. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ პიტნის ჩაი დღესაც გამოიყენება  სამცხე-ჯავახეთში. იგი განსაკუთრებით კარგია თვის ტკივილის "გასაყუჩებლად".
  მარმიჭის ჩაი
მარმიჭი ერთგვარი სურნელოვანი ბალახია, რომელიც უფრო მეტად მთაში ხარობს. მას ყვავილობის დროს კრეფდნენ, კონებად კრავდნენ და ჩრდილში აშრობდნენ. მარმიჭის ჩაის სამკურნალოდაც იყენებდნენ.
                     ასკილის ჩაი
ასკილის ჩაის დასაყენებლად დღეს-დღეობითაც გამოიყენებენ, თუმცა რა თქმა უნდა არა იმ რაოდენობით, როგორც წარსულში,  ჩაის ისევე აყენებდნენ მისგან, როგორც სხვა მცენარეებისგან. ასკილის ჩაის სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. იგი წმენდს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მოქმედებას.
 შაქრის ჩაი
   რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წარსულში, როდესაც ოჯახში ჩაის დასაყენებლად არ ჰქონდათ არავითარი მცენარე, მაშინ "შაქრის ჩაის" აყენებდნენ. ერთ კოვზისპირს შაქარს ცეცხლზე ადნობდნენ და როცა უკვე დაწვას დაიწყებდა,მას ასხამდნენ ჩაის ასადუღებელ წყალში, წამოადუღებდნენ და ნაყენი მზად იყო. დამწვარი შაქარი სპეციფიკურ სასიამოვნო სუნსა და არომატს აძლსვს ნაყენს. შაქრის ჩაის იმავე წესით სვამდნენ, როგორც სხვა სახის ჩაის.
                    ვარდის ჩაი
გაყვავებულ ვარდს ყუნწიანად კრეფდნენ და ჩრდილში ახმობდნენ. ჩაის დასაყენებლად ორ-სამ თავ ვარდს ყრიდნენ ადუღებულ წყალში და ცოტა ხანს კიდევ ადუღებდნენ. ჩაის ქონდა ვარდის სურნელი და არომატი.
  ბლის ფოთლის ჩაი
ბლის ფოთლებს ჩისთვის ისევე ამზადებდნენ და ინახავდნენ, როგორც ბიის ფოთლებს. ამ ჩაის ნაყენსაც დაახლოებით იმავე წესით ამზადებდნენ. იგი წარსულში ხშირად გამოიყენებოდა, თუმცა დღეს-დღეობით აღარავინ ხმარობს.
     სამწუხაროდ დღეს უკვე იშვიათად შხვდებით ოჯახს, რომელიც ასეთ მრავალფეროვან ჩაებს აკეთებს, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ დღესდღეობითაც არის შემორჩენილი პიტნის, ვარდის და ასკილის ჩაი.

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий