Страницы

,,ლხინის" ადათი

,,ლხინის"  ადათი
              სიტყვა ქორწილის გაგონებისას ყოველთვის ერთიან წესს წარმოვიდგენთ ხოლმე,თუმცა ეს ასე არ არის ყველა მხარეში ყველაფერს განსხვავებული წესი გააჩნია. მე კი ჩემი რეგიონის  ძვლებურ ,,ლხინის" ადათზე მოგიყვებით:
             სამცხე-ჯავახეთში ქორწილი ორ-სამ დღეს გრძელდებოდა. პირველ დღეს მამამთილი პატარძალს „ასახსნელს“ ჩუქნიდა,ნივთს ან ჩასაცმელს.
               ქორწილში გართობას საგანგებოდ შერჩეული პირი ხელმძღვანელობდა.ის აძლევდა დამკვრელებს ე.წ. „შაბაშს“, დაკვეთას სიმღერასა და ცეკვაზე. გათენებისას ყველა დასაძინებლად მიდიოდა, დედოფლის ძმა კი სიძესთან რჩებოდა. მეორე დილით ქორწილი ისევ განახლდებოდა და იწყებოდა „სუფრის დაძახება“ , როგორც დედოფლის სახლში. მეორე დღეს იცოდნენ ე.წ. „სანიჭარი“, რომლის გაცემაც ყველა მოპატიჟებული სტუმრისთვის აუცილებელი იყო. ნეის ოჯახს ჩუქნიდნენ პურს, ფულს, საქონელს, ფუტკარს, ოქროს ბეჭედს, მამულს, რათა ახლად შექმნილი ოჯახისთვის დახმარება გაეწიათ და დანახარჯი შეემსუბუქებინათ. „სანიჭარს“ ახლო ნათესავები უფრო მეტს დებდნენ, შორეულები ცოტას, მეზობლები კი ყველა თანაბრად. ერთ აბაზზე ქვევით „სანიჭარი“ სირცხვილი იყო. მეორე დღესვე იწყებოდა ე.წ. „ნეფის გამონადირება“ . ნეფის გარეთ გამოსვლისას მაყრები თან გაჰყვებოდნენ. ჯერ ოჯახის დიასახლისი შავ ქათამს გადაუფრენდა ერდოდან, რომელიც პატარძლის მაყრებს უნდა დაეჭირათ და თავი წაეცალათ. შემდეგ მეზობლებიდა ნათესავები აუფრენდნენ ქათმებს. ნეფე მაყრიონი მათ დახოცავდა.
                   მესამე დღეს ჯერი პატარძალსა და მეზურნეებზე დგებოდა. ნათლია ამ დღეს პატარძალს გაიწვევდა საცეკვაოდ, ჯერ მეზურნეებს გაუგზავნიდა საჩუქარს და შემდეგ პატარძალს თავის დაკვრით გაიწვევდა. პატარძალს ფულს აჩუქებდა, პატარძალი ნათლიას ხელზე კოცნიდა. შემდეგ პატარძალს გაეცეკვებოდა ნათლიის ცოლი, რომელიც დედოფალს საჩუქრად ბეჭზე შალსშემოახვევდა. შემდეგ დედამთილი ეცეკვებოდა ბოლოს კი ყველა მექორწილე ეცეკვებოდა და სათითაოდ ჩუქნიდნენ საჩუქრებს : ფულს ან ნივთს. ნაჩუქარი ფული პატარძალს ეკუთვნოდა და მისი გამოყენების უფლება არავის ქონდა. პატარძლის ძმა მზითვის კიდობნის გასაღების ვაჟის ოჯახისთვის გადაცემისთვის საჩუქრად ერთ წყვილ წინდას იღებდა.ამის შემდეგ გაიმართებოდა „ფერხული“, რომელშიც შვიდი წყვილი ცოლ-ქმარი, მათ შორის ნეფე-პატარძალიც იყო ჩართული. ფერხულს ჯავახეთში სამჯერ უვლიდნენ, სამცხეში - შვიდჯერ.
                    პატარძლის მაყრიონს ნეფის ოჯახიდან მეოთხე დღეს ისტუმრებდნენ. ისინი პატარძლის მშობლებთან ბრუნდებოდნენ, ისევ ქეიფობდნენ და ვაჟის შესახებ ყველაფერს უამბობდნენ.
                    ასე მთავრდებოდა ორი ადამიანის შეუღლების პროცესი. შემდეგ კი იწყებოდა ოჯახური თანაცხოვრება, ერთარსებობა, რომლის სიმტკიცე და ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო ბევრ ფაქტორზე. ერთ-ერთი მათგანია უშუალოდ ქორწინების ტრადიციის მრავალფეროვნება, მშვენიერება. დიდად სამწუხაროა, რომ რაღაც დროსი მანძილზე ზოგი წეს-ჩვეულება დავიწყებას მიეცა. თუმცა სასიხარულოა, რომ დღესდღეობით ზოგი მათგანი ისევ აღდგა და ბევრიც აღდგენის პროცესშია. პირველ რიგში ეს შეეხება ჯვრისწერის წმინდა და მშვენიერ ტრადიციას.   
                                  

Комментариев нет:

Отправить комментарий