Страницы

ტყის საერთაშორისო დღე

 21 მარტი-ტყის საერთაშორისო დღე
  2020 წლის 21 მარტი, ეს არის დღე, რომელიც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს უახლესს ისტორიაში, ვინაიდან სწორედ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გომოაცხადა საგანგებო მდგომარეობა,იმ უაღრესად მნიშვენლოვანი მიზეზის გამო, რასაც covid-19 უწოდეს და რომელიც 2020ის გლობალურ საფრთხესაც კი წარმოადგენს.
  მარტის არაორდინალური ბუნება, არაპროგნოზირერებადი ხასიათი ხშირად გამხდარა მრავალი საინტერესო  ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მოვლენის დასაბამი,   ასე გამორჩეულად მრავალფეროვანი დღეა ოცდაერთი მარტი, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად, რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, ვფიქრობ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ 21 მარტი გახდა სიმბოლო 3 მნიშვნელოვანი ფაქტის:
იგი არის ერთდროულად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ,ტყის საერთაშორისო დღე და ასევე ქართული ჟურნალისტიკის დღე.
         მინდა ჩემი სტატიის ეს ნაწილი დავუთმო 21 მარტს, როგორც ტყის საერთაშორისო დღეს. 1971 წლის 21 მარტი გაეროს ანსამბლეამ ტყის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა თუმცა ამ დღის აღნიშვნა სხვადასხვა ქვეყნებმა 2012 წლიდან დაიწყეს.ამ დღის მიზანია ცნოებიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ და სწორედ ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება.
   რაც შეეხება ტყის დანიშნულებას, მას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროში ჟნგბადის მარაგის შევსების საქმეში. ცნობილია, რომ ტყე ყოვლწლიურად 5.5 მილიონ ტონა ჟნგბადს გამოყოფს. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟნგბადს ალვის, მუხის და ცაცხვის ხე გამოყოფს. გარდა ამისა ტყეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის, რადგან სწორედ ტყე მონაწილეობს ნახშიროჟანგის, გოგირდის და აზოტის ბრუნვაში. მისი კიდევ ერთი დიდი დადებითი თვისება ისაა, რომ მას შეუძლია შთანთქოს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ზიანს აყენებენ გარემოს, სწორედ ამიტომაც დიდ ქალაქებში ყოველთვის ცდილობე, რომ შექმნან "მწვანე ზონა"
      ძალინ სამწუხაროა ის ფაქტი,რომ ყოველ წელს დაახლოებით 13 მილიონამდე ჰექტარი ტყე ნადგურდება მსოფლიოს მასშტაბით.სამყაროს "მწვანე ფილტვების" დასუსტება იწვეს ჰაერის მასობრივ დაბინძურებას.რაც მთავარია, ტყეები კრიტიკულ როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებებში, რომლის შედეგიცაა გლობალური დათბობა. დღეს, ტყეები მთელი მსოფლიო მიწის 30% -ზე მეტ ნაწილს ფარავს და მოიცავს 60 000-ზე                      მეტ ხის ჯიშს, რომლიდანაც ბევრი ჯერ კიდევ შესასწავლია. მნიშვნელოვანია, რომ ტყე ამარაგებს მსოფლიო მოსახლეობის 1.6 მილიარდზე მეტ ხალხს საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით.

  . სწორედ ამიტომ, მიმაჩნია,  რომ აუცილებელია  მოხდეს-  საზოგადოების ამ კუთხით  ინფორმირება   ტყის მნიშვნელობის შესახებ, საინიციატივო ჯგუფების შექმნა და მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა შემეცნებით, ეკოლოგიურ ღონისძიებებში , რათა შევძლოთ მისი შენარჩუნება, რაც მოგვემს საშუალებას ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რათა შემდგომში ჩვენთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის ამოწურვამ კიდევ ერთხელ არ დაგვაყენოს გლობალური საფრთხის წინაშე,რომელთან ბრძოლა ხელოვნურად შექმნილი რესურსებით თითქმის შეუძლებელი იქნება.

 მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий