მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთლობა ადამიანისათვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. იგი წარმოადგენს სიცოცხლის ხარისხის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სწორედ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ეკო-vision -ის წევრებმა, ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, დაგეგმეს პროექტი - კვირეული ,,ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“. პირველ თემად აირჩიეს ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“. კლუბის წევრებმა ამ თემასთან დაკავშირებით მოამზადეს საინფორმაციო მასალა, როგორც power-point-ის, ასევე ვიდეო-რგოლის სახით. შეხვედრა, ქალაქ ვალის საზოგადოებრივ ცენტრში დაიგეგმა, მასზე დასასწრებად ქალაქ ვალის N1 და N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იქვნენ მოწვეული. შეხვედრა მ/წ 28 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას დასახლების მასშტაბით სამივე საჯარო სკოლის წარმომადგენელი მოსწავლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. კლუბის წევრებმა ამომწურავად ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, შეხვედრის წამყვანებს აუდიტორიისათვის ასევე მომზადებული ჰქონდათ ე.წ. ენერჯეიზერები, რითაც პროცესი უფრო სახალისო გახადეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სსსმ მოსწავლეც, რომელმაც არამხოლოდ ინტერესით მოისმინა საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია არამედ ხალისით ჩაერთო კიდეც სხვადასხვა აქტივობებში. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა, რაზეც დამსწრეთა მიერ გაკეთებული უკუკავშირი მეტყველებდა. ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
Страницы
- მთის დღე
- მევენახეობა მესხეთში
- იცით თუ არა რომ?
- ეკო-არტი
- ოზონის შრე
- ბერიკაობა
- ინოვაციების დეა ტექნოლოგიების ბანკი
- ჯანსაღი ცხოვრების წესი
- ახალი წელი სამცხე-ჯავახეთში
- საქორწინო წესები მესხეთ-ჯავახეთში
- სალოცავები
- ,,ჯამი" კათოლიკური ეკლესია
- ,,ლხინის" ადათი
- ბანიანი სახლები სამცხე-ჯავახეთში
- ტრადიციული კერძები სამცხე-ჯავახეთში
- ვეშაპების დაცვის დღე
- იუნკერები-ისტორია, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავ...
- გამომცხვარი პურის სახეობები
- გალაპაგოსის კუნძულები
- ქართული დემოკრატიის დღე
- ხილი და მისი პროდუქტები
- 1956 წლის 9 მარტი
- სამი ვაშლი
- ალკოჰოლური სასმელები
- ტყის საერთაშორისო დღე
- უალკოჰოლო სასმელები სამცხე-ჯავახეთში
Комментариев нет:
Отправить комментарий