Страницы

ვეშაპების დაცვის დღე

 მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
                                                                                                                                                     
       ,,19 თებერვალი - ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღე"
ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ყოველ დღეს თავისი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია და თითოეული დღე აღნიშნავს მნიშვოვან მოვლენას მსოფლიოში.
ამ დრომდე არასდროს მსმენოდა 19 თებერვლის შსახებ, რომელიც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეა (ინგ. Whale Protection Day). ეს დღე არა მხოლოდ ვეშაპების, არამედ ზღვის ყველა ძუძუმწოვრისა და სხვა ბინადარების დაცვას ეძღვნება და 1986 წელს საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ დაარსდა. კომისია დღემდე ებრძვის მთელმსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას, რადგან მოგეხსენებათ ვეშაპები ყველაზე მგრძნობიარენი არიან, რომლებიც აკონტროლებენ და არეგულირებენ ოკეანეების ბიოლოგიურ სტაბილურობას და სწორედ ამიტომ ისინი განუმეორებელი არსებები არიან, რომელთა დაკარგვაც დიდი დანაკლის გამოიწვევს სამყაროში. ვეშაპთა საერთაშორისო დღის აღნიშვნით კომისიას სურს, სამთავრობო უწყებები და მოსახლეობა კიდევ ერთხელ დააფიქროს ამ ცხოველების დაცვაზე, რადგან დღესდღეობით  ზღვის ძუძუმწოვართა მხოლოდ 119 სახეობაა შემორჩენილი. ვეშაპებსა და ზღვის ძუძუმწოვრებზე უკანონო ნადირობა დაახლოებით 200 წელია გრძელდება, რამაც მათი რიცხვის შემცირება და ვეშაპთა რამდენიმე სახეობის გადაშენება გამოიწვია.
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, გააანალიზონ თავიანთი ქმედებები და იფიქრონ პლანეტის მომავალზე. უამრავ ქვეყანაში არსებობს ზღვის ძუძუმწოვართა დამცველი კლუბები. ისინი ქმნიან სპეციალურ წყალსაცავებს, სადაც გადაშენების პირას მყოფ ზღვის ძუძუმწოვრებს უსაფრთხო გარემოში უშვებენ. ამ დღეს ვეშაპების დამცველები, ეკოლოგიური ჯგუფები მთელ მსოფლიოში მართავენ აქციებს ვეშაპთა და ზღვის ძუძუმწოვართა გადასარჩენად, მოსახლეობას აცნობენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა მდგომარეობაშია წყალქვეშა სამყარო.
   მიუხედავად იმისა, რომ ასე აქტიურად იცავენ ვეშაპეს მსოფლიოში, მაინც ხდება მათი დაზიანება სხვადასხვა გზით, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ოკენეების დაბინძურება ნაგვით და ნავთობით, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ვეშაპებს.
  თუმცა მინდა აღნიშნო, რომ არის ქვეყნები სადაც არ არის აკრძალული ვეშაპზე ნადირობა, რაც პირადად მე არასწორად მიმაჩნია, რადგან როგორც ზემოთ ვახსენე მართლაც განსხვავებული და მნიშვნელოვანი ძუძუმწოვრები არიან ისინი სამყაროსთვის. მაგალითად იაპონიამ 30 წლის განმავლობაში პირველად  ვეშაპებზე ნადირობა დაუშვა, BBC-ის ცნობით გემებს უფლება აქვთ თითო ჯერზე 227 ვეშაპი დაიჭირონ.
    საბოლოო ჯამში კი რა მოხდება თუ ვეშაპებს და სხვა ზღვის ძუძუმწოვრებს არ გავუფრთხილდებით??
-თუ მათ არ გავუფრთხილდებით და ზღვის ძუძუმწოვართა რიცხვი შემცირდება ამას საზღვაო ეკოსისტემის ბალანსის დარღვევამდე მივყავართ რაც დამერწმუნეთ ძალიან საზიანო იქნება სამყაროსთვის.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий