იცით თუ არა რომ?
(გოდერძის უღელტეხილი)
თბილისიდან თუ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით წახვალ და 477 კილომეტრს გაივლი, მოხვდები მაღალმთიან აჭარაში გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. ალბათ 477 კილომეტრი რომ წაიკითხეთ წასვლა გადაიფიქრეთ, არა? თუმცა არ შეშინდეთ, დედაქალაქიდან გოდერძის უღელტეხილამდე მიმავალი უმოკლესი გზითაც შეგიძლიათ წახვიდეთ, რომელიც ახალციხეზე გადის. გზად შეგიძლიათ სამცხის ულამაზესი ისტორიული ადგილები მოინახულოთ და ამის შემდეგ ხულოს გავლით გოდერძის უღელტეხილზე გადახვიდეთ.
უღელტეხილის მიდამოებში შემორჩენილია ბუნების საოცრება „გოდერძის განამარხებული ტყე“,რომლის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დადგინეს, რომ პალმის, მაგნოლიის და დაფნის ხეები 9 მილიონი წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლს დაუფარავს და დროთა განმავლობაში გაუქვავებია.ამ ფაქტმა ცოტა არ იყოს დამაბნია და გამაკვირვა - ვულკანი და საქართველო?
მაშინვე გადავწყვიტე მომეძიებინა ინფორმაცია და აი რას მივაკვლიე: „მსოფლიოში უამრავი მოქმედი თუ ჩამქრალი ვულკანია.დღეს კავკასია ამ მხრივ მშვიდი რეგიონია,მაგრამ ოდესღაც დაახლოებით 7-8 მილიონი წლის წინ, კავკასიაში ვულკანიზმის გააქტიურება დაიწყო. მაშინდელი ვულკანების ყველაზე დიდი გამოვლინება სამხრეთ საქართველოში, მცირე კავკასიონზე ყოფილა. განსაკუთრებით კი სამცხისა და აჭარის საზღვარზე, გოდერძის უღელტეხილთან. ვულკანიზმის შემდეგი გააქტიურება, რომელიც შედარებით მცირე მასშტაბის იყო, 3 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა და ის ისევ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიას უკავშირდება.“ამბობს "ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის" გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი-
გოდერძის უღელტეხილზე ერთ- ერთი ულამაზესი ადგილია „ მწვანე ტბა.“ ის მდებარეობს ზღვის დონიდან 2058 მეტრზე,რომელიც თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ტბისა და მის მიმდებარე ტერიტორიის სანახავად დაახლოებით 1 საათია საჭირო,სადაც შეიგრძნობთ ნამდვილ ბუნების სილამაზე.
გოდერძის უღელტეხილი წელიწადის ყველა დროს ლამაზია ,მაგრამ განსაკუთრებით ლამაზია იანვარ-თებერვალში. რადგან ამ დროს არის ყველაზე მაღალი ხარისხის თოვლი და იწყება ყველაზე გრძელი სათხილამურო სეზონი საქართველოში.
მაღალმთიან აჭარაში ყოფნის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ხიხანის ციხეს მონახულება.
აჭარაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან სანახაობად ხიხანის ციხე ითვლება. იგი წარმოადგენდა ქართველ დიდებულთა თავშესაფარს, რომელიც მნიშვნელოვან ადგილას იყო აშენებული.როდესაც თბილისსა და გორს მტერი შემოესეოდა ქართველთა დიდებულები ხიხანის ციხეს აფარებდნენ თავს. ამავდროულად ამ ციხეს თამარ მეფის ციხედაც მოიხსენიებენ,რადგან უამრავი ლეგენდაა მასთან დაკავშირებული.
და ბოლოს გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში მდებარეობს სოფელი ბეშუმი, რომელიც მდებარეობს ალპურ ზონაში და შემოფარგლულია წიწვოვანი ტყეებით. სოფელში,აგვისტოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული - შუამთობა იმართეება დღესასწაული შუამთობა ტარდება, რომლის დროსაც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად დოღი იმართება.
რას არ წააწყდები ჩვენ ულამაზეს და ყოვლის მნახველ ქვეყანაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий