Страницы

იუნკერები-ისტორია, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს!

25 თებერვალი და იუნკრები - ისტორია,რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს!!!

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადე-ბიდან (1918 წლის 26 მაისისამ წელში,1921 წელს საბჭოთა რუსეთის    ხელმძღვანელობამძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო და ამავე წლის 11 თებერვალსბოლშევიკური რუსეთი იწყებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთანთუმცა მოსკოვი რადიოთი აუწყებს მსოფლიოსრომ საქართველოში აჯანყება დაიწყო ლორეს ხეობაშირომელიც საბჭოთა სომხეთის პროტესტის მიუხედავად საქართველოს ეკავა.
1921 წლის თებერვლისათვის  სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანიც გასაბჭოებულია და - სომხეთიცრეგიონში თავისუფლების კუნძულად შემორჩენილია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
1921 წლის იანვარში (ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრეგენერალმა ილია ოდიშელიძემ საქართველოს მთავრობას გაუგზავნა დეტალური ანგარიშირომელშიც ხაზს უსვამდარომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში საქართველოსსულ მცირემტრის ორმოცდაათიათასიან ძალასთან მოუწევდა ბრძოლამაშინროდესაც მისი საკუთარი ჯარის რიცხოვნობა ოცდახუთ ათასს არ აღემატებოდაოდიშელიძის რჩევითსაქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 60 ათასამდე უნდა გაეზარდაუცხოეთში უნდა შეძენილიყო საბრძოლო მასალები და იარაღიმაგრამ საქართველოს მთავრობამრომელსაც დიდ ფინანსურ სირთულეებთან უწევდა გამკლავებაამ აუცილებელი ხარჯის გაწევა ვერ შეძლო.
საქართველოს მთავრობამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.
საქართველოს თავდაცვის კომიტეტის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას ბევრი მოქალაქე გამოეხმაურა.
მოქალაქეებოშეასრულეთ თქვენი მოვალეობა!“ ასეთი იყო მოწოდება.
16 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა მთავრობის მეთაურმანოე ჟორდანიამ:
შეაჩერეთ ჩვეულებრივი და საზოგადოებრივი მუშაობა და მოჰკიდეთ ხელი მარტოდ მარტო თავის დაცვასმეტი მეომარიმეტი იარაღიმეტი სურსათიაირას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე გამარჯვებამდეამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ დავრჩებითშევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენ ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნიქართველოხელი ხმალს იკარმტერთა ისმიან ხმანიასაქართველო მოკვდებამაგრამ მტერს არ დანებდება“.
1921 წლის 23 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ სტუდენტებირომლებსაც სიტყვით მიმართა სასწავლებლის დამფუძნებელმა და რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა:
"შვილებოჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთმაგრამერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტებიროცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებოდა აიმე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"
რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ომში 1921 წლის 17 თებერვალს ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500-კაციანი რაზმი ჩაერთო _ 20-25 წლის ახალგაზრდებირომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.
იუნკერი (ჟუნკერგერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერს ნიშნავსთუმცა ქართულ იუნკერთა სკოლის ისტორია არა გერმანიასარამედ მეფის რუსეთს უკავშირდებაიმხანად თბილისის იუნკერთა სასწავლებელში მეფის არმიისთვის საშუალო რანგის ოფიცრებს ამზადებდნენდამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადაწყდაეროვნული არმიისა და მაღალი ჩინის ოფიცერთა კორპუსის შესაქმნელად გახსნილიყო ქართული სამხედრო სკოლარომელსაც იუნკერთა სასწავლებელი დაერქვაამ იდეის განხორციელება ბრწყინვალე მხედართმთავარსგენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა. 1919 წლის აგვისტოში იუნკერთა სკოლას 90 მსმენელი უნდა მიეღორომლებიც ოთხ ძირითად სპეციალობაზე განაწილდებოდნენსამოცი კურსანტი ქვეითი ჯარის განყოფილებაში ჩაირიცხებოდათხუთმეტი საარტილერიო საქმეს შეისწავლიდაათს საინჟინრო საქმეში მოამზადებდნენხოლო ხუთს – კავალერისტადკურსანტები სკოლაში სწავლების ორწლიან კურსს გადიოდნენსასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდაიუნკრებს სამხედრო საქმის ისტორიასტოპოგრაფიასფორტიფიკაციასტაქტიკას და სხვა სამხედრო საგნებს ასწავლიდნენდილით თეორიული მეცადინეობა იმართებოდაშუადღის შემდეგ კი სროლაშიჯირითსა და სამწყობრო საქმეში ავარჯიშებდნენსკოლის პროგრამაში საერო საგნებიც შედიოდაისტორიაში ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდამწერალი ვასილ ბარნოვი კი იუნკრებს ლიტერატურაზე ესაუბრებოდასკოლის ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე მომავალ ოფიცრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.

მასწავლებლებს სკოლაში სასაცილო ხელფასს უხდიდნენმათი ჯამაგირი ტრამვაის ბილეთსაც კი არ ჰყოფნიდამაგრამ ისინი ქვეყნის წინაშე თავიანთ მოვალეობას მაინც პირნათლად იხდიდნენმაგალითადგენერალი გიორგი კვინიტაძე თვეში 9 ათას მანეთს იღებდამაშინ როდესაც გირვანქა პური თბილისში – 750, კილოგრამი კარაქი – 4 ათასიხოლო ხორცი 12 ათასი მანეთი ღირდაგაჭირვების მიუხედავადიუნკერთა სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.
ქართულ არმიაში იუნკრებს გამორჩეული ადგილი ეკავათეს იყო ყველაზე დისციპლინირებული და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფილამაზ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა კურსანტებს საზოგადოება სიყვარულით ეკიდებოდაარ ყოფილა შემთხვევაიუნკერს ქალაქში წესრიგი დაერღვიოსთბილისში უცხოური დელეგაციის ჩამოსვლისას იუნკრებსროგორც საჩვენებელ ნაწილსსაპატიო ყარაულში აყენებდნენ.
გარდა ოფიცრებისაიუნკერთა სასწავლებელი უნტერ-ოფიცრებსაც ამზადებდაიმხანად უნტერ-ოფიცრებს ქართულ შესატყვისს – ნაცვლებს (დღევანდელი სერჟანტებიუწოდებდნენნაცვალთა კურსებზე სკოლამ პირველი შევსება 1919 წლის 15 ნოემბერს მიიღო – დაახლოებით 800 მსმენელიიუნკრებისგან განსხვავებითნაცვალთა კურსი სულ ექვსთვიანი იყორის შემდეგაც მათ მოქმედ არმიაში ანაწილებდნენ.
1919 წლის 27 აპრილს გიორგი კვინიტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნამის ნაცვლად სასწავლებლის ხელმძღვანელი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გახდა.

საბრძოლო ნათლობა იუნკრებმა 1920 წლის 1 მაისს მიიღეს,როდესაც  დაახლოებით ღამის 2 საათზებოლშევიკები იუნკერთა სამხედრო სკოლაში შეიჭრნენთავდასხმის მიზანი იუნკრებისა და ნაცვალთა ბატალიონის ბოლშევიკთა მხარეზე გადაბირება და სასწავლებელში არსებული იარაღის ხელში ჩაგდება იყობოლშევიკთა ოცდაათკაციანი შეიარაღებული ჯგუფი იარაღის საწყობში შევარდათუმცა ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ კურსანტებმა სკოლა გაათავისუფლესთავდასხმის დროს დაიღუპა იუნკერი მიხეილ მაყაშვილი.
თავდასხმის მეორე დღეს მთავრობამ იუნკრებს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შემდეგ ქართველ იუნკრებს ბოლშევიკბთან შეტაკება კიდევ რამდენჯერმე მოუხდათთუმცა მთავარი ბრძოლა 1921  წლის თებერვალში საქართველოში მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიებისბუდიონისა და ჟლობის კავალერიების შემოჭრისას გაიმართა.
1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს წითლებმა რამდენიმე მიმართულებითმათ შორის ზერბაიჯანის მხრიდანაც შეუტიესქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდამიუხედავად იმისარომ იუნკრებმა ომის პირველსავე დღეებში მოითხოვეს ფრონტზე გაგზავნაისინი ბრძოლაში მხოლოდ 17 თებერვალს გაიწვიესსამხედრო სკოლას ფრონტზე 560 მებრძოლი გაჰყავდაგარდა შაშხანებისაიუნკერთა შეიარაღებაში შედიოდა ორი სამთოორი საველე ზარბაზანი და ექვსი ტყვიამრფქვევი.
ბრძოლის ველზე გამგზავრების წინ იუნკრებს სიტყვით სკოლის ხელმძღვანელმაგენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მიმართა:
ყმაწვილებობედნიერი ვარ მოგილოცოთრომ საშუალება გეძლევათთქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისამეთქვენს მასწავლებელს და უფროსსეჭვი არ მეპარებარომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშეარ დაივიწყოთ ველად ყოფნისასრომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცამიწა და ბუნებარომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშეგაუმარჯოს ჩვენს საქმესგაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”
ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილმწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებსსკოლის კოლონას ცხენით ანდრონიკაშვილი და სასწავლებლის ოფიცრები მიუძღოდნენშემდეგ მიდიოდნენ ქვეითებიარტილერისტები და ცხენოსნებიმწკრივს უნტერ-ოფიცერთა ახალწვეული ბატალიონი ასრულებდა.
თბილისის დაცვის ხაზი სამ ძირითად რაიონად იყოფოდაიუნკრები დედაქალაქის მარჯვენა ფრთას ამაგრებდნენმათ ტაბახმელიდან კოჯრამდე არსებული რვაკილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაეცვათ.
17 თებერვლის ღამემ იუნკერთა პოზიციებზე მშვიდად ჩაიარაიმ ღამეს ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდათბილი ტანსაცმლის გარეშე მყოფი მებრძოლები სანგარში გათბობას სიმღერითა და ცეკვით ცდილობდნენბოლშევიკებს ტაბახმელის პოზიციებზე იერიში არც მეორე დღეს მიუტანიათიუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყოროდესაც ბოლშევიკებმა სოღანლუღთან მაზნიაშვილის დაცვა ვერ გაარღვიესმათ მთელი ძალები ტაბახმელის მონაკვეთისკენ მიმართესმტერმა იერიში დილის 8 საათზე მიიტანაიუნკერთა რიგებში პირველი მსხვერპლი გამოჩნდა – მოკლეს მაიორი ანანიაშვილი. 12 საათისთვის მოწინააღმდეგე ხიშტით შეტევაზე გადავიდამაგრამ სანგრებამდე ვერ მიაღწია – იუნკერთა ტყვიამფქვევმა მტერი შეაჩერათუმცა რამდენიმე საათში მდგომარეობა გართულდარუსებმა იუნკრების გვერდით სახალხო გვარდიის პოზიციები გაარღვიეს და სოფელი წავკისი დაიკავეს.
კურსანტების ერთი ოცეული გაშლილ მინდორზე კონტრიერიშზე გადავიდამიუხედავად იმისარომ მოწინააღმდეგემ ინტენსიური ცეცხლი გახსნაარც ერთი იუნკერი არ დაწოლილახელჩართულ ბრძოლაში იუნკერთა სკოლის ოცდასამმა კურსანტმა მოწინააღმდეგის ასეული დაამარცხამტერი უკუიქცა და ბრძოლის ველზე უამრავი მოკლული დატოვაიუნკრებს რვა კაცი დაეღუპათმათ შორის – კაპიტანი ქარუმიძე და კაპიტანი თოიძე.
ბოლშევიკების გააფთრებული იერიშების მიუხედავადიუნკრებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლესქართველი მებრძოლები ყოველდღე მტრის სამ შეტევას მაინც იგერიებდნენრუსებთან ერთად იუნკრები სახალხო გვარდიასაც ებრძოდნენ. 24 თებერვალს 152 იუნკრიდან მწყობრში მხოლოდ 85 იყო დარჩენილი.
მე-11 არმია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდატაბახმელისკენ გადაისროლეს ბაქოს წითელ კურსანტთა ბრიგადარომელსაც ყველაზე აგრესიული კომკავშირლებისგან შედგებოდა.
გააფთრებული ბრძოლების შედეგად  კურსანტებმა ნაცვალთა ბატალიონის შევიწროება მოახერხეს და მათი სანგარი დაიკავესღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკრებს რუსებმა დაკავებული სანგრიდან ტყვიამფქვევით უპასუხესგარდაუვალი დაღუპვისგან ქართველ იუნკერთა ასეული კურსანტმა შალვა ერისთავმა იხსნათბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი,22 წლის შალვა ერისთავი სანგარში შევარდახიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარაამის შემდეგ ქართველებმა სანგარი დაიბრუნეს
იუნკრებთან ერთად 19 თებერვალს დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიციგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირამარორომელიც ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყოფრონტზე მოხალისედ ჩაეწერაუნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტისთვის სამშობლო ყველაფერზე წინ იდგაროდესაც ომი დაიწყომარო წითელი ჯვრის რაზმში ისე ჩაეწერარომ ოჯახში არავინ იცოდამშობლებმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლესუკანასკნელი წერილი მარო მაყაშვილმა სახლში 18 თებერვლის საღამოს გაგზავნაროდესაც მეორე დღეს ოჯახის წევრებმა წერილი მიიღესმარო უკვე ცოცხალი აღარ იყო: “ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართიუნკრებს მიგვაწერესმათთან ერთად ვივლითდარდი ნუ გაქვსმტერი ძალიან შორს არისაქ კარგ პიროვნებებთან ვართქვენს თავს გაუფრთხილდით… ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარშესაძლებელიაკოჯორში არ წავიდეთარამედ დაბლატაბახმელაშიგკოცნითნუ გეშინიათგავიმარჯვებთ სახელოვნადთქვენი მარო”.
1921 წლის 24 თებერვალს იუნკრებთან ბრძოლაში ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგამძიმე დანაკლისი განიცადეს იუნკრებმაც – დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35- მიაღწიამიუხედავად ამისაპოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენრვა დღის განმავლობაში იუნკრებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგესარნახული გმირობის მაგალითი აჩვენა იუნკერთა ოფიცერმა ყიფიანმამისმა ნაწილმარომელიც ძირითადად მოხალისე მებრძოლებისგან შედგებოდამტრის შეტევას ვერ გაუძლო და პოზიციების დატოვება დაიწყოამის შემხედვარე ყიფიანმა ნაგანიდან მკერდში ოთხი ტყვია დაიხალაიგი ძლივს გამოათრიეს სანგრიდანსაბედნიეროდჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდაროდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მას ჰკითხარატომ მოიქცა ასეყიფიანმა უპასუხა: “ბატონო პოლკოვნიკომე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია თქვასრომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!”
ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავადრუსებმა ტაბახმელა ვერ აიღესსამაგიეროდშეავიწროეს ქართული ნაწილები სოღანლუღისა და ლილოს მონაკვეთზეთბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა.საბრძოლო წარმატებებისა და მაღალი საბძოლო სულისკვეთების მიუხედავადსაქართველოს მთავარსარდალმაგენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაინც მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა მაშინდელი მტავრობის მეთაურის ნოე ჯორდანიასათვის.თუმცა გვინიტაძეს მრავალი მიზეზი ქონდა იმისთვის რომ გადაწყვეტილება სისრულეში მოეყვანათ და მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლისა და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
იუნკრებმა პოზიციების დატოვების თაობაზე ბრძანება 24 თებერვალსღამის 12 საათზე მიიღეს. მათ სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალათრომელიც ბათუმისკენ მიდიოდაგზაზე სრული ქაოსი სუფევდა. 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. XI არმიის სხვა ნაწილებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკიცრომელიც პლეხანოვზე, ქართველ იუნკერთა სკოლაში განთავსდა.


1921 . 25 თებერვალიპარასკევი

12:00 საათზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის 3-წლიანი და საქართველოს კონსტიტუციის 4-დღიანი ისტორია… საქართველო ოკუპაციის ქვეშ მოექცა
თბილისს დამშვიდებით ეძინამას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი...“ ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვლის პირველ წუთებსროცა ეს-ეს არის შეიტყო სარდლობის გადაწვეტილებათბილისის დატოვების შესახებარადაჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, 25 თებერვლის დადგომამდეთანამებრძოლებთან ერთად სულგანაბული ელოდა სამშობლოსათვის თავგანწირვის დიად მომენტსროცა სანგარში ჩამჯდარს თითები სველ ჩახმახზე ეყინებოდა და თოვლის ფიფქები თვალებში უვარდებოდათავდაპირველად ოფიცრის ბრძანებაამოსულიყვნენ სანგრებიდანშეტევაზე გადასვლის წინაპირობად მიიჩნიათუმცა მალევესოღანლუღის ხიდის აფეთქების შემდეგმიხვდა რაშიც იყო საქმეამ წამიდან როგორც ჩვენი სამშობლოსაქართველოისე ქართველი ერი სამუდამოდ დაიღუპაჩარხი უკუღმა გადატრიალდასაქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრათეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა“.
ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყორომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლიაამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა”, – იხსენებდა გერონტი ქიქოძეიდგა 1921 წლის 26 თებერვალისაქართველოს გასაბჭოების მეორე დღეთბილისელებმა რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია გამართესწინ მოჰქონდათ შავი კუბოებირომლებშიც ქართველი ჭაბუკების ცხედრები ესვენახოლო უკან მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდათბილისი კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაღუპულ იუნკრებს და 20 წლის მოწყალების დას – მარო მაყაშვილს დასტიროდა. 20-23 წლის იუნკრები რუსთაველის გამზირზე ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოს მიაბარესდღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობაა
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთასისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალესკვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებსდალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზითსად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშითმოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომინაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

კოლაუ ნადირაძე

 მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
 


Комментариев нет:

Отправить комментарий