Страницы

სამი ვაშლი

ვაშლი, რომელებმაც შეცვალეს მსოფლიო
     ჩემი სოფელი სამოთხის  ბაღისგან საკმაოდ განსხვავდება. წვიმის დროს გუბეები დგება,ზამთარიც იცის, ადამიანებს აქ სცივათ, სტკივათ, შრომაც  უყვართ  და ბევრი საზრუნავიც აქვთ, მაგრამ დასვენებაც კარგად იციან, განსაკუთრებით ხეხილის ბაღში დასვენება, რომელიღაც არაეგზოტიკური ხის ქვეშ მაგალითად: „ივერიის“ ან „იაზარმის“ (ვაშლის ჯიშები) ხის ქვეშ და ფიქრი, იმაზე თუ როგორ იქნებოდა არამარტო ჩემი სოფელი არამედ მთელი მსოფლიო, რომ არ ყოფილიყო ვაშლი.  
           ვაშლი, თითქოს ჩვეულებრი ხილი,რომლის ყველა ჯიში თავისი გამორჩეული გემოთი მუდამ გვაოცებს,   ასევე  გამოირჩევა მისი სარგებლიანობის თვალსაზრისით, რაზეც დღეს უამრავი მეცნიერი თუ  ექიმი ხმამაღლა საუბრობს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის,   ვაშლს ბედისგან არცთუ მცირე მისია ერგო. მისი როლი აისახა რელიგიაში, მითოლოგიასა და ხელოვნებაში.
        ვაშლმა, როგორც ინოვაციური იდეების დასაბამმა, რაციონალური აზროვნების ჩამოყალიბების ახალმა წყარომ,   უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში და შემიძლია თამამად ვთქვა , რომ ეს იყო ის შემთხვევები, როდესაც “მან”  უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ცნობიერების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.  დღეს მინდა გესაუბროთ კონკრეტულად იმ სამ “ჯადოსნურ” ვაშლზე, რომლებმაც მსოფლიო დაგვანახეს ახალი, უცნაური, თუმცა საკმაოდ კომფორტული ფერადი სათვალის ჩაროებიდან.
         პირველი ვაშლის ისტორია, სამყაროს დასაბამს უკავშირდება, ბიბლიის თანახმად სამოთხის ბაღი წარმოადგენდა ფიზიკურ სამოთხეს დედამიწაზე,  მის შუაგულ ადგილას  კი  მდებარეობა უზარმაზარი აკრძალული ვაშლის ხე, რომლის გასინჯვითაც, თუ მცდუნებელ ეშმაკს დავუჯერებდით, ადამსა და ევას უნდა შეძლებოდათ ღმერთის მსგავსად კეთილისა და ბოროტის შეცნობა. თუმცა ჩანაწერების თანახმად მისი დაგემოვნებით ადამმა და ევამ არა კეთილისა და ბოროტის, არამედ საკუთარი თავების განხვავებული თვალით დანახვა შეძლეს,( მათ პირველად აღიქვეს სიშიშვლე თავიანთ სხეულზე), რაც  ღმერთის მიმართ შეცოდებად და მისი მცნებების დარღვევად ითვლებოდა და სწორედ ეს “ვაშლი” გახდა მათი მოკვეთის მიზეზი ედემის ბაღიდან.
      განსხვავებული საინტერესო ადგილი დაიკავა ვაშლმა მეცნერებაში.   გადმოცემის თანახმად, როდესაც ნიუტონი თავის ბაღში ვაშლის ხის ძირას „მოძრაობის კანონებზე” ფიქრობდა, ტოტიდან ნაყოფი ჩამოვარდა და მის ახლოს დაეცა. ფიზიკოსი მაშინვე მიხვდა, რომ ვაშლი მიწის გრავიტაციული ველის მოქმედების შედეგად დაეცა ძირს და მან დაამტკიცა, რომ ქვის მიწაზე დაცემას, დედამიწის გარშემო მთვარის მოძრაობას და მზის გარშემო პლანეტების მოძრაობას ერთი და იგივე რამ იწვევს. როგორც ვიცით, მიზიდულობის ძალას ექვემდებარება ასევე ბუნების ერთ-ერთი გრანდიოზული მოვლენა – ზღვებისა და ოკეანეების მიქცევა და მოქცევა. და ზოგჯერ მდინარეც კი, შესართავთან, მცირე ხნით აღმა იწყებს სვლას.
       ხოლო მესამე ვაშლი, ამ ეტაზე ბოლო, თუმცა ვფიქრობ, რომ არა უკანასკნელი,  ბოლო დროის ტექნიკურ გადატრიალებას დაედო საფუძვლად და მიუხედავად იმია, რომ ის მთელი არ არის და მოკბეჩილია, მაინც შეძლება ჩაითვალოს სტივენ ჯობსის უდიდესი წამატების მიზეზად. Apple-ვაშლი, რომელმაც შეცვალა 21 საუკუნის თაობა და რომელმაც საფუძველი დაუდო მსოფლიოს განვითარებას ტექნოლოგიების მხრივ. 
       ....ყოველივე ამის მერე ისმის კითხვა და ნეტა მართლა რა მოხდებობა რომ არა ვაშლი?                                                                                      

მიზანი  9:  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий